|
2022-02-08 13:22:34, 985 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით დებიუტანტი ავტორებისთვის შემოქმედებითი პროგრამა გამოცხადდა
„საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ თანამშრომლობა გრძელდება. პარტნიორობის ფარგლებში, დებიუტანტი ავტორებისთვის შემოქმედებითი პროგრამა გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში, დამწყები ავტორები პროფესიონალების მიერ შეფასდებიან. პროექტი მიზნად ისახავს დამწყები ავტორების შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობას და არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას მათი კარიერის დასაწყისშივე, რაც, მომავალში, ღირებული ტექსტების შექმნაში დაეხმარებათ. მონაწილეთა ნამუშევრებს ექსპერტთა ჯგუფი პროფესიონალი ავტორის, რედაქტორისა და შემოქმედებითი წერის სპეციალისტის შემადგენლობით შეაფასებს. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში მონაწილეობის მიღებამდე, ავტორს არ ჰქონდეს გამოქვეყნებული ნაწარმოებები, არც ბეჭდური და არც ციფრული სახით. პროექტის დასასრულს ათი საუკეთესო ტექსტისთვის პროფესიონალური წერილობითი დასკვნა მომზადდება. მონაწილეობის მსურველებმა, საკუთარი ნაწარმოებები, 28 თებერვლის ჩათვლით, აღნიშნულ მისამართზე უნდა გადააგზავნონ: info@tbilisiwbc.ge. ტექსტის ტექნიკური მახასიათებლების ნახვა კი შესაძლებელია https://bit.ly/3uvI46h. ინფორმაციისთვის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)