|
2022-02-04 13:35:00, 1024 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის კომპანია „ბადაგონი“ სასტუმროს - Alaverdi Resort მშენებლობას იწყებს
კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კომპანია „ბადაგონი" პრემიუმ კლასის სასტუმრო Alaverdi Resort-ის მშენებლობას იწყებს. 3 თებერვალს სასტუმროს საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. კომპლექსი ფუნქციონირებას 2023 წლის აგვისტოში დაიწყებს და წლის განმავლობაში 10 ათასამდე, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ვიზიტიორის მიღებას შეძლებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 14 მილიონ ლარს შეადგენს. სასტუმროში 80 ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივები იქნებიან. სასტუმროს კონცეფცია არქიტექტორ ზვიად სურგულაძეს ეკუთვნის. სასტუმროს ინფრასტრუქტურა აუზს, ბარებსა და რესტორანს აერთიანებს. მის მთავარ ტურისტულ ღირებულებას კი 200 მეტრის მანძილზე განლაგებული ალავერდის წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს, რომლის ტერიტორიაზეც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მოქმედი ქვევრის ღვინის მარანი და სიძველეთსაცავის მუზეუმია. აქვეა ალავერდის ჭალა და „ბადაგონის" ქართული ღვინისა და ქართული კერძების ცენტრი. დაარსების დღიდან „ბადაგონის" ფინანსური მხარდამჭერი თიბისია. „Alaverdi Resort-ის მშენებლობასთან ერთად, ალავერდის ეპარქიის ინფრასტრუქტურაც განვითარდება. ახალი გზები, ხიდები, ეკოლოგიურად მეგობრული ტრანსპორტის ბილიკები, სწრაფი და ფართოზოლიანი ინტერნეტი - ეს ყველაფერი იქნება ის დამატებითი შესაძლებლობა, რაც ათასობით მოგზაურს მისცემს მცხეთის, თბილისის, ალავერდისა და ამ ოქროს გზაზე განლაგებული ასობით კულტურული თუ რელიგიური ძეგლისა და ღირშესანიშნაობის გაცნობის საშუალებას. ალავერდის ეპარქიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება და სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების, საქვეყნო და საერო საქმეა", - გიორგი სალაყაია, „ბადაგონის" დამფუძნებელი. „თიბისისა და „ბადაგონის" პარტნიორობა 2 ათწლეულზე მეტს ითვლის. პირველივე დღიდან კომპანიის განვითარების თანამონაწილეები ვართ, სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კომპანია ძირითადი საქმიანობის - მეღვინეობის პარალელურად, სტუმარმასპინძლობის მიმართულებასაც ავითარებს. თიბისისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში ბიზნესის განვითარება და ტურიზმისა და მეღვინეობის სექტორების ხელშეწყობა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმისა და სასტუმროების სექტორში - 1 მილიარდ ლარს, მეღვინეობის მიმართულებით კი 404 მილიონ ლარის შეადგენს", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)