14:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-20 10:15:43, 1131 ნახვა

მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში, საჯარო სივრცეებში ნიღბის ტარებისა და კოვიდპასპორტების წარდგენის ვალდებულება უქმდება

დიდ ბრიტანეთში კოვიდრეგულაციების ნაწილი უქმდება. კერძოდ,  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. 

მისივე თქმით,   27 იანვრიდან Covid-ის საშვის წარდგენის ვალდებულების და დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია გაუქმდება. ამასთან ძალაში რჩება  საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება.

ასევე ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს მიუხედავად იმისა, რომ ნიღბები აღარ იქნება სავალდებულო, რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობამ ატაროს პირბადეები დახურულ ან ხალხმრავალ ადგილებში.

მთავრობის განცხადებით,  გადაწყუვეტილება მოსახლეობის მიერ ბუსტერდოზების მიღებითა და სათადარიგო გეგმის სათანადოდ დაცვით არის განპირობებული.

ბორის ჯონსონის თქმით, ვირუსის და ახალი ვარიანტების აღმოფხვრა შეუძლებელია."ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება Covid-თან ისე, როგორც ვცხოვრობთ გრიპთან ერთად", - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 77 პროცენტი და ბუსტერდოზით აცრილია 54.3 პროცენტი. ამასთან, სრულად, ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 71 პროცენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს
ირანული მედია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics