|
2022-01-18 11:47:13, 2247 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - დადასტურებულია „ომიკრონის" 1 200-ზე მეტი შემთხვევა, ჰოსპიტალიზაცია 14 პაციენტს დასჭირდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 1 200–ს აჭარბებს. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა, რაც მისივე თქმით, დაბალი მაჩვენებელია. „საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებული ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არის 1 200–ზე ოდნავ მეტი. ითვლება, რომ ცირკულაციაში ნახევარზე მეტი, სავარაუდოდ, არის „ომიკრონი “.აქედან უმეტესობა თბილისშია. დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. „ომიკრონით" ინფიცირებულების დიდი ნაწილი ვაქცინირებული იყო, „ბუსტერიც" გაკეთებული ჰქონდათ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)