|
2022-01-18 09:59:23, 4516 ნახვა
ომი უკრაინაში
ენტონი ფაუჩი - ზედმეტად ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ პანდემიის საბოლოო ტალღა
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ექიმი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ჯერ ზედმეტად ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პანდემიის საბოლოო ტალღა. „ვიმედოვნებ, რომ ეს ასეა. თუმცა ეს ასე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ მივიღებთ კიდევ ერთ ვარიანტს, რომელიც წინა ვარიანტის იმუნურ პასუხს თავს აარიდებს“, – აღნიშნა ფაუჩიმ. მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტი იქნება, ეს ვირუსის საბოლოო დამარცხებას არ ნიშნავს. დიდი ალბათობით, ის დარჩება საზოგადოებაში ენდემურ დონეზე. „კონტროლი ნიშნავს, რომ ის კვლავ რჩება, თუმცა რჩება ისეთ დონეზე, რაც არ აფერხებს საზოგადოებას. ამ დაავადების სრულად აღმოფხვრა ვერ მოხდება. თუმცა ვიმედოვნებ, რომ ის იქნება იმდენად დაბალ დონეზე, რომ არ დაარღვევს ნორმალურ სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა სახის ურთიერთობებს“, – განაცხადა ფაუჩიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)