13:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-17 17:03:35, 977 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთში დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, რომელთა შორის ქართველიცაა – პირებმა მილიონობით ევრო გაინაწილეს

პოლონეთში, პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფი „კურიერები“ აიყვანა - საქმე ეხება დანაშაულს, რომლელშიც კონკრეტულმა პირებმა მილიონობით ევრო გაინაწილეს. დაკავებულთა შორისაა საქართველოს მოქალაქეც. ამბის თაობაზე ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

მედიის ცნობით, პოლონელმა მესაზღვრეებმა დააკავეს პოლონეთის, უკრაინის, საქართველოს სირიისა და ტუნისის ის მოქალაქეები, რომლებსაც პოლონეთი-ბელარუსის საზღვრიდან დასავლეთ ევროპის მიმართულებით, მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავდათ.

პოლონეთის სასააზღვრო დაცვის სიტყვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გადაყვანის სანაცვლოდ, თითოეული მიგრანტისგან 3 000 ევროს იღებდნენ.

პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულმა პირებმა 8 700 000 ევრო გაინაწილეს. ე.წ. მოლარეებმა კი, თანხებთან დაკავშირებული საქმის ორგანიზებისთვის, 4 300 000 ევროზე მეტი მიიღეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics