13:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-14 18:55:46, 1357 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - მივმართეთ თურქ, სომეხ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, აუხსნან ქართველებს 3+3 ფორმატში ჩართვის საერთო სარგებელი

„ჩვენ მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მათ აუხსნან ქართველ მეზობლებს 3+3 ფორმატში ჩართვის სარგებელი, როგორც მათთვის, ასევე, ყველა ჩვენგანისთვის. პოლიტიკური პოზიციების კუთხით, ასეთი მონაწილეობა მათ არაფერს დაავალდებულებს“, - აღნიშნულის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, 3+3 ფორმატში დაწყებული პროცესები მნიშვნელოვანია, რადგან მთელი ამ რეგიონის განვითარების პერსპექტივები სწორედ აქ განიხილება.

„ჩვენ მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მათ აუხსნან ქართველ მეზობლებს 3+3 ფორმატში ჩართვის სარგებელი, როგორც მათთვის, ასევე, ყველა ჩვენგანისთვის. პოლიტიკური პოზიციების კუთხით, ასეთი მონაწილეობა მათ არაფერს დაავალდებულებს. ამჟამად, ამიერკავკასიის საკითხებზე ჩვენს ქართველ კოლეგებთან ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ვურთიერთობთ, სადაც განიხილება 2008 წლის აგვისტოში საქართველოს აგრესიის შედეგები და არაოფიციალური ორმხრივი არხის ფარგლებში, რომელიც შეიქმნა მოსკოვსა და თბილისს შორის საკმაოდ დიდი ხნის წინ, მაგრამ 3+3 ფორმატში დაწყებული პროცესები ჩემი აზრით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფორმატში განიხილება მთელი ამ რეგიონის განვითარების პერსპექტივები“, - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics