18:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-10 11:56:46, 1036 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - მნიშვნელოვნად გაიზარდა პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რიცხვი, სისტემა მზადაა გაუმკლავდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებული, რომ „ომიკრონის“ შემთხვევების მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რამდენიმე კვირაში ქვეყანა დამატებით მიიღებს „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტებს, რომლებიც, მისივე თქმით, კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ საკმაოდ ეფექტურია.

„სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე, გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ზრდა. საშუალოდ ყოველდღიურად 3 000 შემთხვევამდე გვაქვს, საიდანაც 1000-მდე შემთხვევა ახალი შტამი „ომიკრონია“. შეიძლება დადებითად ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ „ომიკრონის“ მიმდინარეობა არის საკმაოდ მსუბუქი. გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებლიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა. იმ შემთხვევაში თუ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი „ომიკრონის“ შემთხვევები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც სხვადასხვა ეტაპზე ვახორციელებთ კოვიდინფიცირებულების მკურნალობას. ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.“, - განაცხადა აზარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics