|
2022-01-09 11:19:41, 2579 ნახვა
ომი უკრაინაში
კვიპროსში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც „დელტასა“ და „ომიკრონს“ აერთიანებს
კვიპროსში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც „დელტასა“ და „ომიკრონს“ აერთიანებს. გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, მეცნიერებმა აღმოჩენას "დელტაკრონი" უწოდეს. კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორმა და ბიოტექნოლოგიისა და მოლეკულური ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ლეონდიოს კოსტრიკისის თქმით, ქვეყანაში 25 მსგავსი შემთხვევა გამოავლინეს. "ამჟამად არსებობს ომიკრონისა და დელტას ერთობლივი ინფექციები და ჩვენ აღმოვაჩინეთ შტამი, რომელიც მათი კომბინაციაა. მომავალში ვნახავთ, ეს შტამი იქნება თუ არა უფრო პათოლოგიური, გადამდები და გაბატონდება თუ არა სხვა შტამებზე". – თქვა კოსტრიკისმა. როგორც კოსტრიკისმა ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, „დელტაკრონი“ უფრო ხშირად ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში გვხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)