|
2021-12-29 16:37:42, 1751 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია
„ექსპო 2020 დუბაის“ ფარგლებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოეწერა. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობდა პარტნიორებთან გაერთიანებული საამიროებში იმისთვის, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაწყებულიყო. მნიშვნელოვანია, რომ მოკლე ხანში მოხდა შეთანხმება; როგორც წესი, ამას უფრო დიდი დრო სჭირდება. მე იმედი მაქვს, რომ უკვე შემდგომი პერიოდი იქნება შედეგიანი. არაბთა გაერთიანებული საამიროები არის ცენტრი ეკონომიკური ინოვაციების, სავაჭრო ურთიერთობების. ჩვენ გვაქვს ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა, გახსნილი სავაჭრო პოლიტიკა, ეს იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი პარტნიორი ქვეყნებისთვის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის რეგიონი სადაც ქართული ექსპორტის ზრდის პოტენციალი ნამდვილად არსებობს, რაც ბევრად უფრო შედეგიანად შეგვიძლია ავითვისოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან მოკლე ხანში მიღწეული იქნება”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)