|
2021-12-27 14:34:56, 1028 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი" კაპიტალმა ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყანა
"თიბისი" კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, გასულ კვირას, ნოემბრის ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, ამ ეტაპზე შესაბამისი კავშირი არ იკვეთება. კერძოდ, თურქული იმპორტისა და გზავნილების წილი დაახლოებით იმავე დონეზეა, ხოლო ექსპორტისა და ტურისტული შემოსავლების წილი გაიზარდა კიდეც. ვაჭრობის დეტალურ სტატისტიკასთან ერთად, 2021 წლის მშპ-ის მესამე კვარტალის მონაცემები და ნოემბრის ფასების სხვადსხვა ინდექსი გამოქვეყნდა. ზრდის მხრივ, ყოველთვიურ შეფასებებთან შედარებით, მატერიალური გადახედვა არ მომხდარა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს 2021 წლის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. სწრაფი აღდგენა თითქმის ყველა ძირითადმა სექტორმა განაპირობა, თუმცა მშენებლობას მნიშვნელოვანი უარყოფითი წვლილი ჰქონდა. აღნიშნული ძირითადად დაბალი სახელმწიფო კაპიტალური დანახარჯების შედეგი იყო, რომელიც მშენებლობის სექტორის დეფლატორით შესწორების შემდეგ, რეალურ მაჩვენებლებში წ/წ 44.2%-ით შემცირდა. რაც შეეხება ფასების ინდექსებს, დინამიკა ძირითადად მოლოდინების შესაბამისი იყო და თიბისი კაპიტალის პროგნოზებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. "თიბისის" მთავარი ეკონომისტის 27 დეკემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)