|
2021-12-26 15:48:18, 2576 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 5 არასრულწლოვანია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსისი ახალი “ომიკრონ” შტამის 51 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 5 არასრულწლოვანია. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ინფიცირებულ არასწრულწლოვნებს შორის ერთი სტაციონარშია მოთავსებული, თუმცა ამის მიზეზი სხვა თანმხლები დაავადებების არსებობაა. „დღევანდელი დღის ჩათვლით, "ომიკრონის“ 51 შემთხვევაა ქვეყანაში ლაბორატორიულად დაფიქსირებული, როგორც სექვენირებით, ისე სპეციფიური PCR ტესტებით. ასევე კვლევაშია კიდევ რამდენიმე ათეული შემთხვევა. 18 წლამდე 5 ბავშვი გახლავთ, აქედან ერთი არის სტაციონარში, მაგრამ მას ძირითადი, სხვა დაავადება აქვს, ამის გამოა სტაციონარში და არა "ომიკრონით“ ინფიცირების გამო“, - განაცხადა გამყრელიძემ. ცნობისთვის, საქართველოში “ომიკრონის” ორი შემთხვევა 20 დეკემბერს დადასტურდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)