23:11 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-25 10:09:27, 836 ნახვა

საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი - ყველას, ვინც დღეს ზეიმობს შობას, ვულოცავ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქრისტიანულ ეკლესიებსა და მათ მრევლს, ვინც დღეს ზეიმობს შობას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ულოცავს დღესასწაულს.

„დღეს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანულ ეკლესიებსა და მათ მრევლს, ყველას, ვინც დღეს ზეიმობს შობას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ვულოცავ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს!

რელიგიური კონფესიების მშვიდობიანი თანაარსებობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და სიამაყეა. დაე, ეს ტრადიცია მუდამ ცოცხლობდეს ჩვენს ქვეყანაში და მთელი მსოფლიოსთვის იქცეს განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანთა მშვიდობით, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით თანაცხოვრების მაგალითად.

მშვიდობა და კეთილდღეობა, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მოეტანოს ყველასათვის იმედისა და სიყვარულის ამ დღესასწაულს!“ – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics