10:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 19:25:29, 1332 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთი 5-დან 11 წლამდე ბავშვთა ვაქცინაციას იწყებს

საფრანგეთი 5-დან 11 წლამდე ბავშვთა ვაქცინაციას იწყებს. მიზეზად კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელება სახელდება. საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კრიტიკულია.

„დღეიდან, ჩვენ ბავშვების ვაქცინირებას ვიწყებთ. პროცესი შეუყოვნებლად დაიწყება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა.

Euronews-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ზრდასრული, ფრანგი მოსახლეობის 90% სრულადაა ვაქცინირებული, ისევე, როგორც 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების ერთი მესამედი ნაწილი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოლივიე ვერანის თქმით, 12-დან 17 წლამდე ასაკის მოსახლეობა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, „ბუსტერ“ დოზებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics