03:39 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 10:05:53, 697 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს სოფლებში ინტერნეტის შესაყვანად ევროკავშირმა 34 მილიონი ევრო გამოყო

ევროკავშირის ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 1 000 სოფელსა და შორეულ დასახლებათი მცხოვრები 500 000 საქართველოს მოქალაქისთვის 34 მილიონი ევროს ოდენობით ინვესტიციას განახორციელებს, რაც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელის გაფართოებას გულისხმობს.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ევროკავშირის ბანკის ინვესტიცია დააფინანსებს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის ინსტალაციას და უზრუნველყოფს ღია დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას საქართველოს საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებისთვის მათ მიერ სწრაფი ინტერნეტის სერვისების უზრუნველსაყოფად. 

ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია რომ პროექტი მხარს უჭერს გაუმჯობესებულ ციფრულ კაშირს და ის ევროპის გუნდის ფართო ძალისხმევის ნაწილია, რათა საქართველოს მხარი დაუჭირონ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში, ეკოლოგიური და მდგრადი სოციალური და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics