|
2021-12-16 12:49:34, 747 ნახვა
ეკონომიკა
დედაქალაქის მერიის მიერ ბიზნესსუბიექტების მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება
დედაქალაქის საკრებულო მომდევნო კვირას ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას განიხილავს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალური კომპანიების მოიჯარეები სხვადასხვა შეღავათით ისარგებლებენ, რომელთა შორისაა 2020-2021 წლების განმავლობაში გადასახდელი საიჯარო ქირებისგან გათავისუფლება. „უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, პანდემიით დაზარალებული ბიზნესსუბიექტების მხარდაჭერას ვახორციელებთ. ესენი არიან ძირითადად, მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური კომპანიების მოიჯარეები, რომელთაც სხვადასხვა სახის შეღავათები გაეწევათ. კერძოდ, საიჯარო ვადის სახით, დაემატებათ გაცდენილი ორწლიანი პერიოდი. ასევე, მოხდება ვადაგასული იჯარების აღდგენა, ჩამოეწერებათ სანქცია-საურავები და გათავისუფლდებიან 2020-2021 წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი საიჯარო ქირებისგან. ასევე, ტურისტული ობიექტებისთვის ერთჯერადი დახმარების სახით, მოსაკრებლისგან გათავისუფლების ვაუჩერული პროგრამა ამოქმედდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი გამოეხმაურა დედაქალაქის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დეპუტატის ბრალდებას, თითქოს, მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხები საარჩევნოდ დაიხარჯა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დამადანაშაულა, თითქოს, სარეზერვო ფონდიდან თანხები საარჩევნოდ გამოვიყენეთ. მე მგონია, რომ ის უბრალოდ ამ საკითხში ვერ ერკვევა. არ იცის, რომ ყველაფერი მითითებულია, სად ხდება თანხების გადარიცხვა. ასევე, აღნიშნული ფონდი არჩევნების პერიოდში არ ფუნქციონირებს. ეს კანონით აკრძალულია. დანარჩენ შემთხვევაში, ვეხმარებით ყველას, ვინც ამას საჭიროებს. ჩვენ ამ მიდგომას განვაგრძობთ. ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად დავეხმარებით. ჩვენი დამოკიდებულება ქალაქის მართვის პირობებში არის ის, რომ განსხვავებული ადამიანები არ არსებობენ. სხვადასხვა პროექტის განხორციელების შედეგად მიღებულ სიკეთეს ყველა მოქალაქე იგრძნობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)