|
2021-12-15 11:35:06, 565 ნახვა
ეკონომიკა
მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის „თიბისი“ BARTA 2021-ის გამარჯვებული გახდა
საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს, BARTA 2021 წლის გამარჯვებული კომპანიები უკვე ცნობილია. „თიბისიმ“ BARTA-ს ჯილდო მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის მიიღო. პროექტი ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის მიერ, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით სამი წლის წინ შეიქმნა. არასაფინანსო ანგარიშგებისთვის დაწესებულ ჯილდოსთან ერთად წლევანდელი BARTA მდგრადი განვითარების ანგარიშგების შემუშავებას ემსახურება და ახალი ჯილდო - მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის დააწესა, გლობალური ტენდენციების აღნიშვნის მიზნით. წელს თითოეულ კატეგორიას, კერძოდ, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების, მსხვილი არასაფინანსო ორგანიზაციების და მცირე და საშუალო კომპანიების კატეგორიებს საპატიო ჯილდოებიც დაემატა. დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიაზე 18 ნომინანტი კომპანია იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად ხაზი გაუსვა არასაფინანსო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას ისეთი არამატერიალური აქტივების შესახებ, როგორებიცაა: ბრენდი, რეპუტაცია მომხმარებელთა შორის, „ნოუ-ჰაუ" და კეთილი ნება, რომლებიც კორპორაციულ ღირებულებას ქმნის. BARTA -ს გადაცემის პირველი ცერემონია 2019 წლის დეკემბერში ჩატარდა. აღნიშნული წლიური ჯილდოს მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობა, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)