|
2021-12-15 11:09:39, 726 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ BARTA-ს წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო მიიღო
„საქართველოს ბანკმა“ მსხვილი საფინანსო კომპანიის კატეგორიაში BARTA 2021-ის ჯილდო მოიპოვა. საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის (BARTA) კონკურსი საქართველოში ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანი კომპანიებში წლიური ანგარიშის ხარისხის და გამჭვირვალობის ამაღლებაა. კონკურსში 20-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა, თითოეულ კატეგორიაში კი ერთი გამარჯვებული დასახელდა. აღნიშნული კატეგორიებია: მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები, მსხვილი არასაფინანსო ორგანიზაციები, მცირე და საშუალო კომპანიები და მდგრადი განვითარების ანგარიში. წელს თითოეულ კატეგორიას საპატიო ჯილდოებიც დაემატა. გამარჯვებულები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად ხაზი გაუსვა არასაფინანსო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას ისეთი არამატერიალური აქტივების შესახებ, როგორიცაა ბრენდი, მომხმარებელთა შორის რეპუტაცია და სხვა. „კომპანიების გამჭვირვალობა და ხარისხიანი ანგარიშგება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საფუძვლად რჩება. აღნიშნული საქართველოს მიმდინარე რეფორმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც მიმართულია ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ. განსაკუთრებით მიხარია, რომ BARTA საფინანსო და არასაფინანსო ანგარიშგების სფეროში გლობალური ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ფართოვდება და ვითარდება. გამჭვირვალობის შემდგომი ამაღლება და სამეწარმეო გარემოს გაძლიერება საქართველოს დაეხმარება, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის“, - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში. ინფორმაციისთვის, BARTA 2019 წელს, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა. BARTA მიზნად ისახავს ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობას და კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისებას. ასევე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლებას ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)