05:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-13 11:20:28, 516 ნახვა

საზოგადოება
GITA - ს ჰაკათონის ღVINOთონის გამარჯვებული ცნობილია

გურჯაანის ტექნოპარკში ღVINOთონის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. მათი პროექტი ,,გამაგრილებელი დამრევი“ ქვევრში ღვინის დაყენების დროს დუღილის პროცესში დარევის ავტომატიზაციას გულისხმობს. გამარჯვებულ გუნდს 5000 ლარი გადაეცა საჩუქრად.zs

ინოვაციური პროექტი ღVINOთონი GITA-მ და გურჯაანის ტექნოპარკმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით განახორციელა. ღVINOთონის მიზანია, მეღვინეობის სექტორში პრობლემების/გამოწვევების შესახებ მოკვლევა და  მისი გადაწყვეტის მიზნით ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროდუქტის შექმნა. ღონისძიება ასევე ხელს უწყობს, პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ერთმანეთთან და მათ შორის საქმიანი ურთიერთობის სტიმულირებას.

 

ჰაკათონი ჩატარდა გურჯაანის ტექნოპარკში და მიმდინარეობისას მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ესარგებლათ ფაბლაბში წარმოდგენილი მაღალტექნოლოგიური დანადგარების სერვისებითა და საერთო სამუშაო სივრცით.

ღVINOთონის გამარჯვებული სპეციალურად პროექტისთვის მოწვეულმა კომისიამ გამოავლინა, რომელიც მეღვინეებით იყო დაკომპლექტებული: პაატა ჯოხაძე, ლადო უზუნაშვილი, ნინო კორკოტაშვილი, ივანე ნარეკლიშვილი და შატო მუხრანის ბრენდ ამბასადორი გიორგი ჩიკვაიძე.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics