08:09 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-09 11:37:48, 323 ნახვა

საზოგადოება
საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა 82% სრულად ვაქცინირებულია

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული, საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ვაქცინაცია თბილისსა და რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით,  9 დეკემბრის მონაცემებით, უწყებაში თანამშრომელთა 82 პროცენტი სრულად არის ვაქცინირებული. Georgia e-Health – აპლიკაციით კი ე.წ. მწვანე პასპორტების მფლობელთა საერთო რაოდენობამ 89 პროცენტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ მონაცემები, ერთიან სივრცეში (EU Gateway-ის ქვეყნები) იქნება ასახული.  

„ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ უწყების თანამშრომლებთან ერთად იცრებიან მათი ოჯახის წევრებიც.   

შემოსავლების სამსახური მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის. 

 ვაქცინაციის პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით მიმდინარეობს", - ვკითხულობთ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics