10:31 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-04 17:20:57, 824 ნახვა

საზოგადოება
მარიამ ჯიშკარიანი - მთავრობას მოუწევს სტრასბურგში გასცეს პასუხი თუ რატომ დაუნიშნეს სააკაშვილს ფსიქოტროპული პრეპარატები მაღალი დოზებით

მიხეილ სააკაშვილს ციხეში არასწორი მედიკამენტებით მკურნალობდნენ - სკანდალური განცხადება ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა "მთავარ არხთან" განაცხადა.

როგორც ჯიშკარიანი ამტკიცებს, რომ ადგილი აქვს სააკაშვილის მიმართ ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორი გამოყენებას.

„იკვეთება არაშესაბამისი მკურნალობის გარემოება, როგორც მინიმუმ რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან დაწყებული, რომელიც ეხება ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორ გამოყენებას, რაც საერთაშორისო სტანდარტებით განიხილება, როგორც ფარმაკოლოგიური წამების სახე და არასათანადო მოპყრობა.

საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს, მოუწევს სტრასბურგში გასცეს პასუხი თუ რატომ იყო დანიშნული ფსიქოტროპული პრეპარატები საკმაოდ მაღალი დოზებით, მაშინ, როდესაც საერთაშორისო გაიდლაინებით არ საჭიროებდა ამ პრეპარატების დანიშვნას, რამაც გამოიწვია ე.წ. ნეიროლეფსიური სინდრომი. ამის მომსწრე და მნახველები გავხდით გორის ჰოსპიტალში პირველი ვიზიტისას.

მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული აშლილობა - პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა, ასევე ნევროლოგიურად არის ე.წ. ვერნიკეს სინდრომისთვის დამახასიათებელი მოვლენები.

ყველანაირი გაიდლაინის მიხედვით, აღნიშნული დიაგნოზები საჭიროებს მინიმუმ 4-8 კვირიან მკურნალობას. გაიდლაინის და პროტოკოლის მიხედვით პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას ესაჭიროება 3-თვიანი მკურნალობის პერიოდი, ე.წ. ვერნიკეს სინდრომს სჭირდება 2-3 თვე.

არასათანადო მოპყრობისა და წამების სხვადასხვა ფაქტს ადგილი ჰქონდა, როგორც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, ასევე მე-18 დაწესებულებაში. ყველანარი საერთშორისო სტანდარტით, იმ მტრულ და სტრესულ გარემოში, სადაც ადამიანს ასეთი თავგადასავალი გადახდა, წარმოუდგენელია ადამიანის კვლავ დაბრუნება“, - აღნიშნავს მარიამ ჯიშკარიანი „მთავარ არხთან“.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics