|
2021-11-27 17:04:48, 2262 ნახვა
ომი უკრაინაში
ნიდერლანდებთან ერთად ომიკრონის ახალი შტამი, ჩეხეთსა და გერმანიაშიც დაფიქსირდა
გერმანიისა და ჩეხეთის ხელისუფლებამ განაცხადეს, რომ ქვეყნების მოქალაქეები, სავარაუდოდ, კორონავირუსის ომიკრონის შტამით დაინფიცირდნენ. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა და ჰესეს მიწის სოციალური დაცვის მინისტრმა კაი კლოზემ სოციალურ ქსელში განაცხადეს. ბაბიშმა თქვა, რომ ახალი შტამით ინფიცირება, სავარაუდოდ, გამოვლინდა ქალში, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში დაბრუნებამდე იმყოფებოდა ნამიბიაში, სამხრეთ აფრიკასა და დუბაიში. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ინფიცირებული აცრილი იყო და დაავადებას ადვილად იტანს. კლოზმა დაწერა, რომ სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულმა მოგზაურმა წინა ღამით აღმოაჩინა ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელი რამდენიმე სიმპტომი. ვირუსის სრული და თანმიმდევრული კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა, მინისტრის თქმით, ექიმებს დიდი ვარაუდი აქვთ, რომ პაციენტი კოვიდ19-ის ახალი ვარიანტი დაავადდა. ჰოლანდიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 61 მოგზაურს, რომლებიც სამხრეთ აფრიკიდან წინა დღით დაბრუნდნენ, კორონავირუსზე დადებითი ტესტირება დაუდგინდა, იტყობინება Reuters. ახლა იგეგმება შემოწმება, დაინფიცირდა თუ არა რომელიმე მათგანი ახალი შტამით. B.1.1.529 კორონავირუსის შტამი პირველად დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაში. ასევე, ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ბოცსვანასა და ჰონგ კონგში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინა დღეს ვირუსის ახალი ვარიაცია „შეშფოთების გამომწვევ“ ჯგუფში შეიყვანა და მას სახელი „ომიკრონი“ უწოდა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)