07:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 22:02:08, 1320 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში ახალი მთავრობა შედგა - ოლაფ შოლცი კანცლერი იქნება

საპარალამენტო არჩევნებში გამარჯვებული ​სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ოლაფ შოლცი გერმანიის ახალი კანცლერი იქნება.  კოალიციური შეთანხმება დიდწილად ქვეყნის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას ითვალისწინებს. როგორც მედია წერს, მხარეები მიზნად ისახავენ ნახშირის მოხმარების ეტაპობრივად შეწყვეტას 2030 წელს, ვადაზე რვა წლით ადრე. ისინი ასევე შეეცდებიან, გამოიყენონ გერმანიის ტერიტორიის 2 პროცენტი ქარის ენერგიისთვის და ყურადღება გაამახვილონ წყალბადზე დაფუძნებულ ენერგიაზე.

პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცმა თქვა, რომ გერმანიის საგარეო პოლიტიკის საფუძველი ევროპის სუვერენიტეტია. მან ასევე ხაზი გაუსვა საფრანგეთთან და აშშ-სთან პარტნიორობის მნიშვნელობას.

საბინაო კრიზისთან საბრძოლველად კოალიცია მიზნად ისახავს ყოველწლიურად 400 000 ახალი ბინის აშენებას. შეთანხმება ითვალისწინებს საარჩევნო მინიმალური ასაკის 16 წლამდე დაწევას და კვალიფიციური მუშახელის მოსაზიდად ქულებზე დაფუძნებული საიმიგრაციო სისტემის ამოქმედებას.

ასევე, იგეგმება კანაფის რეალიზაციის ლეგალიზება ლიცენზირებულ ობიექტებში, ნარკოტიკის ხარისხისა და განაწილების კონტროლით. პორტფელები ასე გადანაწილდება: „სოციალ-დემოკრატები“ კანცლერის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების, მშენებლობისა და საბინაო მინისტრის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის და ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრის პორტფელებს მიიღებენ.

„მწვანეები“ უხელმძღვანელებენ ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ოჯახის სამინისტროს. „თავისუფალი დემოკრატები“ უხელმძღვანელებენ ფინანსთა, იუსტიციის, ტრანსპორტის და განათლებისა და კვლევის სამინისტროებს, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics