23:49 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 22:09:42, 991 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და „მწვანე პასპორტის" ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დღეს სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.- ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა „მწვანე პასპორტი" იყო, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება და რომლის გარეშეც კვების ობიექტებზე მოქალაქეები აღარ დაიშვებიან.

საუბრისას აქცენტი გაკეთდა ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარების და მისი გაუმჯობესების მიზნით ე.წ. მწვანე პასპორტების ამოქმედების მნიშვნელობაზე. დისკუსიის მიმდინარეობისას სექტორის წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით მარიამ ქვრივიშვილს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს, მინისტრის მოადგილემ მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

„დღეს შევხვდით რესტორნების წარმომადგენლებს, გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი, საინტერესო დისკუსია. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი კერძო სექტორის უკუკავშირი და რა თქმა უნდა, დღევანდელი შეხვედრის საფუძველზე ჩვენ წარვუდგენთ საკოორდინაციო საბჭოს იმ პოზიციას, რაც ბიზნესისგან მოვისმინეთ. რა თქმა უნდა, იმედს ვიქონიებთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული ეპიდმდგომარეობის დასტაბილურებისთვის და ამავდროულად, იქნება ბიზსესისთვის ხელსაყრელი პირობები", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ შეხვედრის შემდეგ.

"მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები უახლოეს დღეებში კვლავ გაგრძელდება.

შეხვედრას საქართველოს რესტორატორთა ასოციაციისა და  35-მდე კვების ობიექტის ხელმძღვანელი დაესწრო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და შრომის ინსპექციის წარმომადგენელი."- ნათქვამი განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics