17:21 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 17:49:44, 679 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ზამთრის საკურორტო სეზონის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარაში ზამთრის საკურორტო სეზონის  საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა. - ამის შესახებ ინფორმაციას  აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურულ მზაობაზე, არსებულ გამოწვევებზე და კოვიდუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

მათივე ინფორმაციით, აჭარა აქტიურად ემზადება ზამთრის სეზონისთვის. სეზონის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით განხორციელდება კოვიდ-რეგულაციების დაცვის კონტროლი. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის უკვე შემუშავდა რეგულაციები, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მოხდება საბაგიროთა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია, აუცილებელი იქნება დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება საბაგიროებით მგზავრობის პროცესში.

კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონის გახსა დეკემბრის მეორე ნახევარში იგეგმება.

შეხვედრას აჭარის მთავრობის წევრები, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ტურიზმის და გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics