23:50 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 14:09:10, 945 ნახვა

ეკონომიკა
მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 14 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 13.0 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.3 ათასი ტონით (35%), ხოლო ღირებულება 6.3 მლნ აშშ დოლარით (12%) გაიზარდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (5,549 ტონა), გერმანიაში (2,222 ტონა), ესპანეთში (402 ტონა), ჩეხეთში (401 ტონა), პოლონეთში (315 ტონა), ლიეტუვაში (218 ტონა), საფრანგეთში (170 ტონა), ბულგარეთში (110 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), საბერძნეთში (49 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

მათივე ინფორმაციით, ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: სომხეთი (788 ტონა), ჩინეთი (680 ტონა), უკრაინა (256 ტონა), რუსეთი ( 252 ტონა), ალჟირი (193 ტონა), ბელარუსია (164 ტონა), საუდის არაბეთი (158 ტონა), ერაყი (144 ტონა), შვეიცარია (129 ტონა), მექსიკა (120 ტონა), აზერბაიჯანი (82 ტონა), კანადა (75 ტონა), არგენტინა (64 ტონა), არაბთა გაერთიანებული ემირატები (59 ტონა), ყაზახეთი (45 ტონა), უზბეკეთი (22 ტონა), გაერთიანებული სამეფო (22 ტონა), თურქეთი (22), ყირგიზეთი (22 ტონა) ტუნისი (15 ტონა) იორდანიასა (14 ტონა) და სხვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics