20:32 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 18:08:55, 717 ნახვა

საზოგადოება
სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ხუთი ფაქტი გამოვლინდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა, სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ხუთი ფაქტი გამოავლინეს.
 
სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმებისას, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქსანზე და სოფელ ძეგვის მიმდებარედ, გამონამუშევარი სივრცის და ტრაქტორების დგომის ადგილების გადამოწმებისას დადგინდა, რომ იურიდიული პირები ქვიშა-ხრეშის მოპოვებას, სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის გარეშე ახორციელებდნენ.
 
ამასთან, სამართალდარღვევა კასპის მუციპალიტეტში მდინარე მტკვარზე და სოფელ ქვემო ხანდაკიში დაფიქსირდა, სადაც წიაღის უკანონონოდ მომპოვებელი პირები, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელ სუბიექტებს არ წარმოადგენდნენ.
 
ასევე, წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტიში, სოფელ ხცისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე ქვეიშა-ხრეშის მოპოვების უკანონო ფაქტი გამოავლინეს.
 
წიაღის ეროვნული სააგენტომ, ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში შემდგომი რეაგირების მიზნით, ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიაწოდა.
 
აღსანიშნავია, რომ წიაღის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი სუბიექტების საქმიანობა შეამოწმოს. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც წიაღის მოპოვება ლიცენზიის გარეშე ხორციელდება, მათი შესწავლა სააგენტოს უფლებამოსილებას სცილდება  და წარმოადგენს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენციას.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics