21:26 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 11:45:34, 788 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „ფაბრიკა 1900“ საწარმოო ხაზს ოთხჯერ გაზრდის

"საქართველოს ბანკი" ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და მრავალჯერადი გადამუშავების შესაფუთი ქაღალდების საწარმოს „ფაბრიკა 1900“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში კომპანიამ საწარმო გააფართოვა და ახალი დანადგარებითაც აღჭურვა. პროექტის ჯამური მოცულობა 17 მლნ ლარს აღწევს და ის სრულად დაფინანსდა ბანკის მხრიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ბანკი" ავრცელებს.

„ახალი საწარმო თანამედროვე, ინოვაციურ სამშენებლო მასალით ე.წ. სენდვიჩ პანელით აშენდა, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში და რომელმაც ტრადიციული სამშენებლო მასალები ჩაანაცვლა. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი და კონსტრუქციის სიმარტივე. ასევე შევიძინეთ ახალი დანადგარები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, წარმადობა ოთხჯერ გავზარდოთ, რაც განაპირობებს კომპანიის ფინანსურ მდგრადობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ ეტაპზე კომპანიას 100- ზე მეტი ადამიანი ყავს დასაქმებული.“,- განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ნათია ბოლქვაძემ.

„ფაბრიკა 1900-ი არის კომპანია, რომელიც აწარმოებს მრავალჯერადი გადამუშავების შესაძლებლობის შესაფუთ ქაღალდს. კომპანია, ახალი დანადგარების პირობებში, თვეში საშუალოდ 4000 ტონა ქაღალდს გადაამუშავებს. კომპანიის პასუხისმგებლობა, იზრუნოს გარემოზე და ეკოლოგიაზე, არის ძალიან დიდი მოტივატორი ჩვენთვის, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესი და მხარი დავუჭიროთ მას მდგრად განვითარებაში. წარმატებას ვუსურვებთ კომპანიას განვითარების გზაზე“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

ინფორმაციისთვის, „ფაბრიკა 1900“ 100%-ით ბიოდეგრადირებად, კვლავწარმოებად, უმაღლესი ხარისხის შესაფუთ პროდუქციას აწარმოებს. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, ჰყავს მაღალკვალიფიციური და მოტივირებული გუნდი. ქართული და უცხოური ბაზრების უკეთ ათვისების მიზნით კომპანიამ თანამედროვე ტიპის გოფრირებული მუყაოს საწარმო და სასაწყობე მეურნეობა გამართა, რის შედეგად გაიზრდება წარმადობა და სამომავლოდ, გადამუშავება წელიწადში 50 000 ტონას მიაღწევს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics