|
2021-11-11 17:03:28, 910 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკ ბერესფორდმა და დიდი ბრიტანეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ კლერ ოლბრესმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. მემორანდუმი ითვალისწინებს გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერას სამინისტროს სტრუქტურული მდგრადობის უზრუნველყოფის, საჯარო მოხელეთა ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების, აგრეთვე სექტორული განვითარების დოკუმენტების მომზადების მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში, გაგრძელდება და გაფართოვდება საქართველოს მხარდაჭერა ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის კეთების მხრივ. დოკუმენტის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მთავრობა და UNDP ხელს შეუწყობენ სამინისტროს საჭიროებების შეფასებას პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების საკითხებში, ისევე როგორც შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას, რომლებიც დაეფუძნება საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წელს დამტკიცებულ პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებულ ჩარჩოს, რომელიც UNDP-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით შემუშავდა. დღემდე, მსგავსი ტრენინგი გაირა 300-მდე საჯარო მოსამსახურემ ყველა სამინისტროს მასშტაბით. ხელმოწერის შემდეგ, ნათია თურნავამ მოწვეულ სტუმრებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მთავრობის მიერ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია პანდემიით გამოწვეული სირთულეების წინააღმდეგ. მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას, ასევე დონორ სახელმწიფოებს პანდემიის პრევენციის მიზნით გაწეული დახმარებისთვის.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)