2021-11-08 18:13:27, 1130 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი - 2022 წლიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის 10%-ით გაიზრდება ხელფასები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2022 წლის იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის გათვალისწინებულია ხელფასების გაზრდა, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის გათვალისწინებულია ხელფასების გაზრდა დაახლოებით 10%-ის ოდენობით.-ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
„მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდება ჯარს, პოლიციას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ასევე მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების ყველა თანამშრომელს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით საჭირო თანხები, ჯერ კიდევ გასულ წელს გაცემული დაპირების შესაბამისად აისახა 2022 წლის ბიუჯეტში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),