|
2021-11-06 16:41:37, 4375 ნახვა
ეკონომიკა
ნავთობის გაძვირებამ კომპანია ვისოლის წინააღმდეგ 72 ათასი მოქალაქე ბოიკოტისთვის გააერთიანა
მოქალაქეებმა ნავთობიმპორტიორი კომპანია ვისოლის წინააღმდეგ მასშტაბური გაფიცვის აქცია დაიწყეს. "ფეისუქში" შეიქმნა ჯგუფი, სადაც უკვე 72 ათასი ადამიანი გაწევრიანებული. მოქალაქეები "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებზე ფასის ყოველდღიურ ზრდას აპროტესტებენ. აღსანიშნავია, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში ბენზინისა და დიზელის იმპორტი 47 ათასი ტონით (5,8%-ით) გაიზარდა და 854,5 ათასი ტონა შეადგინა. თითქმის 10%-ით გაზრდილია იმპორტი 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითაც. იანვარ-სექტემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა 445,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც თითქმის 15%-ით მეტია 2020 წლის შესაბამის პერიოდზე. მოცემულ პერიოდში დიზელის საწვავის იმპორტმა - 409,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდზე 2,5%-ით არის შემცირებული. ბრენდირებულ სადგურებზე არსებულ ტენდენციის მიხედვით, ბოლო დღეებში ბრენდირებულ საცალო ქსელებში ფასი 5-7-10 თეთრით გაიზარდა. სპეციალისტები განმარტავენ, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის ზრდას მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი განაპირობებს. კერძოდ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ნავთობზე მოთხოვნა მისი მიწოდების დეფიციტის პირობებში. რაც შეეხება ნავთობზე დეფიციტს, მას განაპირობებს „ოპეკი +“-ის მიერ წარმოებული პოლიტიკა ნავთობის მოპოვების კვოტირების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე უცვლელი დარჩა ადრე მიღებული გადაწყვეტილება ნავთობის ყოველთვიური მოპოვების (400 ათასი ბარელით/დღე-ღამეში) გაზრდასთან დაკავშირებით. ნავთობის მოთხოვნილების ზრდას თავის მხრივ განაპირობებს მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესი და ნაწილობრივ ბუნებრივ აირზე არსებული რეკორდულად მაღალი ფასები, რაც ბუნებრივი აირის მომხმარებლებს აიძულებს გადავიდნენ ალტერნატიული საწვავის მოხმარებაზე. "საწვავის ფასის დაწევის მოთხოვნა უნდა იყოს არგუმენტირებული და რეალური. შესაბამისად დავწერ ყველა იმ პუნქტს თუ როგორ უნდა მოხდეს საწვავის ფასის დაწევა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)