|
2021-11-06 10:21:02, 576 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე - მე-18 დაწესებულებაში თუ მოხდება სააკაშვილის გადაყვანა, ბუნებრივია, მისი უსაფრთხოება იქნება დაცული
„კონსილიუმის არცერთ დასკვნაში არ ყოფილა საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია და, მით უმეტეს, სამოქალაქო კლინიკაში – ეს ტერმინი საერთოდ არ ყოფილა ნახსენები", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. „მე-18 დაწესებულებაში თუ მოხდება მისი გადაყვანა, და ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება მისი ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, მისი უსაფრთხოება იქნება დაცული. ამისთვის ყველა საჭირო ზომა არის გატარებული. ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელი საუბრობდა იმაზე, რომ თითქოსდა იქ იგეგმებოდა ბუნტის მოწყობა და შემდგომში მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია – ამასთან დაკავშირებით სთხოვა მას იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, რომ მოსულიყო და მოეწოდებინა ინფორმაცია, თუმცა, მან ეს არ გააკეთა. ასევე, შემდგომში ვიხილეთ, რომ საუბარი იყო თითქოსდა გორის სამხედრო ჰოსპიტალზე და თითქოსდა ოსურ დაჯგუფებას უნდა გაეტაცებინა – ერთხელ და სამუდამოდ ამ ზღაპრებს უნდა შეეშვას ეს ხალხი. ყოველდღე ვრცელდება მსგავსი სახის ტყუილები. გავრცელდება ტყუილი – მუდამ ვპასუხობთ საზოგადოებას სიმართლით. ჩვენ მათ კი არ ვპასუხობთ, ჩვენ ძვირფას საზოგადოებას ვპასუხობთ, ეს ადამიანები დაიღალნენ... აქვე გეტყვით, როდესაც ვინმე ბედავს და წამებაზე საუბრობს; თვითონ პირიქით ხომ არ ახორციელებენ მორალურ ტერორს და იქით ხომ არ აიძულებენ პატიმარ სააკაშვილს, რომ შიმშილობა არ შეეწყვიტა?! როდესაც ღია ეთერებში მოუწოდებენ, რომ არ გაბედოს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ის, როგორც პოლიტიკოსი, განადგურებული იქნება... დაასრულონ ერთხელ და სამუდამოდ ამ პატიმრის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. ისინი თავად ძალადობენ პატიმარ სააკაშვილზე", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)