|
2021-11-03 16:02:23, 971 ნახვა
ეკონომიკა
კერძო სექტორის მხარდასაჭერად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინფო-ტურებს აგრძელებს
ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით სხვადასხვა ტურისტული კომპანიების 20 წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთს ეწვია. ტურ-ოპერატორები და გიდები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „Gitoa" – საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის, "GTA" – საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკო-ტურიზმის ასოციაციის მიერ შეირჩნენ.-ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ტურის მონაწილეები ახალციხეში „პურის ფესტივალს" დაესწრნენ. ღონისძიება ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ" დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად გამართა. ფესტივალის მიზანია ტრადიციული და ადგილობრივი პროდუქტების, მათ შორის ადგილობრივი პურისა და ხორბლის პოპულარიზაცია, რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის საზოგადოებისათვის გაცნობა და ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების წარმოჩენა-წახალისება. ფესტივალზე ცალკე სივრცე დაეთმო ქართულ ხორბალს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის პური და ადგილობრივი პროდუქტები გაესინჯათ. "ფესტივალამდე ტურის მონაწილეებმა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭკარში ისტორიული სახლები, უძველესი საწნახელი და ვაზის ჯიშების დაათვალიერეს, ეწვივნენ ნიჯგორის უძველესს მარნებს, სოფელ საროში კი II ათასწლეულის მეგალითური ნაგებობები და მესხური დარბაზები დაათვალიერეს. ინფო-ტურის მონაწილეებმა ასპინძაში „ქვევრის ლუდი" -მინი ქვევრის ლუდის საწარმო და საოჯახო სასტუმრო დაათვალიერეს, ეწვივნენ სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმს და წმინდა მარიამის მიძინების ქვაბისხევის ეკლესიას. ინფო-ტურების მიზანია შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და გიდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ნაკლებად ცნობილი ადგილები და ობიექტები დაათვალიერონ. ტურების შემდეგ, მარშრუტების გათვალისწინებით ქართველი და უცხოელი მოგზაურებისთვის ტურისტული პაკეტები მზადდება."
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)