|
2021-10-22 11:48:17, 2558 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, ბოლო 17 თვეში, კორონავირუსით 115 ათასი მედიცინის მუშაკი გარდაიცვალა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოდის ინიციატივით, რომ მიღებულ იქნას გადაუდებელი ზომები მედიცინის მუშაკების დასაცავად, რომლებიც წელიწადნახევრის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან. როგორც ტედროს გებრეიესუსი აღნიშნავს, ექიმებს პროფესიულად „გადაწვის“ ნიშნები აღენიშნებათ, ასევე მედპერსონალში არასაკმარისია ვაქცინების მოცვა და შესაბამისად, მაღალი სიკვდილიანობაა. ჯანმო-ს დირექტორი ახალ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ბოლო 17 თვის განმავლობაში კოვიდ19-სგან, მსოფლიო მასშტაბით, 115 ათასი მედიცინის მუშაკი გარდაიცვალა და აღნიშნავს, რომ აუცილებელია სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს პრიორიტეტული წვდომა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე. ბოლო სტატისტიკით, 119 ქვეყნის ჯანდაცვის მუშაკების 40%-ზე მეტი არ არის აცრილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით და აღნიშნულია, რომ უნდა იქნას მიღებული ზომები, რათა არ იყოს უზარმაზარი უფსკრული ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით, მდიდარ და ღარიბ რეგიონებს შორის. „აფრიკაში სამედიცინო პერსონალის მხოლოდ 10%-ია სრულად ვაქცინირებული, ხოლო მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ექიმთა ვაქცინაციის მაჩვენებელი უკვე 80%-ია“, - აცხადებს ჯანმო-ს გენდირექტორი. ცნობისთვის, ქვეყნებში, სადაც არ არის ვაქცინების მიწოდების პრობლემა, ზოგიერთი ჯანდაცვის მუშაკი, რომელიც უარს აცხადებს სავალდებულო ვაქცინაციაზე, იძულებულია შეიცვალოს სამუშაო გარემო ან პენსიაზე გავიდეს. მაგალითისთვის, საფრანგეთში, სავალდებულო ვაქცინაციაზე უარის გამო, 15 000 ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)