|
2021-10-21 17:31:56, 1153 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მსხვილი იაპონური კორპორაციები საქართველოში განახლებადი ენერგეტიკით დაინტერესდნენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იაპონიის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ასევე განხილული იქნა საქართველოს ბაზარზე იაპონური საინვესტიციო აქტივობასთან დაკავშირებული საკითხები. - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომისკი სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, აგრეთვე მსხვილი იაპონური კომპანიების - Kansai Electric Power-ისა და Itochu Corporation-ის მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის, განახლებადი ენერგიების კუთხით. იაპონურმა მხარემ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის პოტენციალის უკეთ შესწავლის ინტერესი გამოთქვა. აღინიშნა, რომ საქართველო, ევროპა - აზიას შორის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა და ლიბერალური ბიზნეს რეგულაციებიდან გამომდინარე, მიმზიდველი საინვესტიციო ბაზარია იაპონური კაპიტალისთვის. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის ორმხრივი საინვესტიციო დაცვის შესახებ შეთანხმების არსებობა, რომელიც 2021 წლის ზაფხულიდან მოქმედებს და დამატებითი სტიმულია იაპონური ინვესტორებისთვის კაპიტალი საქართველოს ეკონომიკისკენ მიმართონ. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო მიესალმება საქართველოში იაპონური კომპანიების უფრო მეტად გააქტიურებას. „ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ორმხრივად ხელსაყრელი ნორმატიული ბაზა, რათა უფრო მეტი იაპონელი ინვესტორი დაინტერესდეს საქართველოთი და უფრო მეტი ქართული პროდუქცია შევიდეს იაპონიის ბაზარზე. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების დაახლოებას, რაც, საბოლოო ჯამში, სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ასევე იაპონიას," - განაცხადა მინისტრმა. "ონლაინ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხარეებს შორის გაგრძელდება თანამშრომლობა მთელ რიგ სექტორებთან დაკავშირებით. მათ შორის, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, „მწვანე წყალბადის" წარმოება, ტრანსპორტი და სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და სხვ."- ნათქვამია განცხადებაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)