|
2021-10-21 13:43:01, 1108 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის პრეზენტაციას ევროკავშირის დელეგაცია და დიპლომატები დაესწრნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის პრეზენდაცია გამართა, რომელსაც ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი, ლორენს მერედიტი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და ევროკავშირის დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ. „ევროკავშირის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში გვექნება საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია, დოკუმენტი, რომელიც 2030 წლამდე პერიოდზეა გათვლილი და მოიცავს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგის განვითარების მწყობრ გეგმას. ევროკავშირის დელეგაციისა და დიპლომატების, ბატონი ლორენს მერედიტის და ბატონი კარლ ჰარცელის დაინტერესება საქართველოს საზღვაო სექტორით და საზღვაო სტრატეგიით ხაზი უსვამს ევროკავშირის მიერ რეგიონის მხარდაჭერას და შავი ზღვით კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას," - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა ევროკავშირის დელეგაციას ბათუმის საზღვაო ნავსადგური და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი დაათვალიერებინა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)