|
2021-10-17 13:45:21, 753 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავის ციხეში პირადი ექიმი მივიდა
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა. მან ჟურნალისტებს ციხეში შესვლამდე განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება ყოველდღე იცვლება. „დღეს ჩემი გეგმაა მოვინახულო ბატონი პრეზიდენტი, შემდეგ შევხვდე ციხის ექიმებს, ვნახო ანალიზები და დავგეგმო შემდეგი შეხვედრა, სამშაბათს კონსილიუმის ექიმებთან ერთად. ციხის ექიმები ყოველდღე აკეთებენ ანალიზებს. გააჩნია რა მდგომარეობაშია და რა ანალიზები აქვს, სიტუაცია ყოველ დღე იცვლება. ხანდახან გეუბნებით, რომ უკეთესად არის, ხანდახან გეუბნებით, რომ უარესად არის. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას დამაკმაყოფილებელს ვერ ვუწოდებდი. წარმოიდგინეთ ჩაგაჯინონ საკანში, 2 კვირა არაფერი არ გაჭამონ და იქნებით დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში?“, - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე. მიხეილ სააკაშვილი მე-17 დღეა შიმშილობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)