|
2021-10-16 10:22:17, 1005 ნახვა
ეკონომიკა
სახელწიფო მხარდაჭერით შექმნილი საწარმო „NUTSGE” თხილის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს
კომპანიამ „NUTSGE“თხილის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად2 მლნ ლარზემეტის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 600,000 ლარზე მეტიკი, შეღავათიანი აგროკრედიტი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ზუგდიდში მდებარე საწარმოში, სადაც 2, 000 ტონამდე პროდუქციის გადამუშავებაა შესაძლებელი, 50 ადამიანია დასაქმებული. წარმოებული პროდუქციის ექსპორტი აზიის, ევროპის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ხორციელდება. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი სახელწიფო ხელშეწყობით შექმნილთხილის გადამმუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებში, მათ შორის, კომპანიის „NUTSGE“, იწარმოება მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქცია, რომლის რეალიზაციაც როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე ხორციელდება“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში თხილის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებითგაცემულია 24,5 მლნ ლარის ღირებულების 150 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ კი, 6,5 მლნ ლარი შეადგინა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)