15:24 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 10:18:06, 427 ნახვა

საზოგადოება
მამუკა წოწერია - ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ ზუგდიდმა განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება და არ იყოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი

„ქართული ოცნების" ზუგდიდის ემოროობის კანდიდიატი აქტიურ საარცევნო კამპანიას განაგრძობს. მამუკა წოწეია მოსახლეობას დღეს ინდივიდუალური შეხვედრების პრინციპით დადიანის და თეატრის ქუჩებზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

„პირველი რაც გავაკეთეთ, ეს იყო პირველი ტურის შედეგების და მისი განმსაზღვრელი ფაქტორების რეალური, დეტალური ანალიზი და ამ ეტაპისთვის ჩვენ უკვე გადავედით აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოება სწორად აფასებს იმ საერთო ეროვნულ შედეგს, რაც გვაქვს. 64-დან 44 მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში მერი გახდა „ქართული ოცნების" კანდიდატი, ხოლო პროპორციულ ნაწილში „ქართული ოცნების" მიმართ ამომრჩევლის 47 პროცენტიანმა მხარდაჭერამ საბოლოოდ წერტილი დაუსვა ყბადაღებულ  და რეფერენდუმად გასაღებულ 43 პროცენტიან ბარიერს. აქედან გამომდინარე, იგრძნობა ჩვენი ამომრჩევლის მობილიზება და ორგანიზება, რომელიც უკმაყოფილოა ზუგდიდში პირველი ტურის შედეგებით. შეხვედრებზე მოსახლეობა გვიფიქსირებს, რომ პირველი ტურის მიმდინარეობისას მათ დაინახეს აშკარა უპირატესობა „ქართული ოცნების". აქედან გამომდინარე ჩათვალეს, რომ მათი ხმები არ იქნებოდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი შედეგებისთვის და გარკვეულწილად პასიურ მდგომარეობაში იყვნენ - ეს გარემოებები ჩვენ გვაძლევს იმის მყარ საფუძველს, რომ ვთქვათ ზუგდიდი არ იქნება გამონაკლისი საერთო ეროვნული შედეგებიდან და 30 ოქტომბერს მეორე ტური „ქართული ოცნების" კანდიდატების სასარგებლოდ დასრულდება.

ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ უკეთესი ზუგდიდისთვის, იმისთვის, რომ ამ მუნიციპალიტეტმა განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება და არ იყოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი" - აცახდებს მამუკა წოწერია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics