15:25 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-13 16:50:36, 842 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარებასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და ომბუდსმენს შეხვდება

იუსტიციის სამინისტროში,   მინისტრი რატი ბრეგაძე   პარლამენტის წევრებთან,  ჯანდაცვის მინისტრთან  და სახალხო დამცველთან შეხვედრას გამართავს. -ამის შესახებ ინფორმაცის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა იქნება, იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება განხორციელდეს მონიტორინგი მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ.

 შეხვედრა  დღეს 19:00  საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ იუსტიციის სამინისტრომ, ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს თხოვნით მიმართა, რათა შეექმნათ ექიმების ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. სამინისტრომ ასევე თხოვნით მიმართა სახალხო დამცველის აპარატს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics