|
2021-10-06 15:01:10, 1195 ნახვა
მსოფლიო
ამერიკელი სენატორები ჯო ბაიდენს ქვეყნიდან 300 რუსი დიპლომატის გაძევების თხოვნით მიმართავენ
დემოკრატმა და რესპუბლიკელმა სენატორება აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თხოვნით მიმართეს, რათა გააძევოს 300 რუსი დიპლომატი შეერთებული შტატებიდან, თუ მოსკოვი არ გასცემს მეტ ვიზას ამერიკელელი დიპლომტებისთვის.- აღნიშნულ ინფორმაცია „Reuters”-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული შეთაავზების ინიციატორები, სენატის საგარეო ურთიერთობათა და სადაზვერვო კომიტეტების ლიდერები - დემოკრატები ბობ მენენდესი და მარკ უორნერი და რესპუბლიკელები ჯიმ რიში და მარკო რუბიო იყვნენ. აგვისტოში რუსეთმაუკრძალა აშშ-ს მოსკოვში საელჩოს შენახვა, დაქირავება ან თანამშორემლების აყვანა, რის გამოც, საელჩომ 182 თანამშრომელი გაათავისუფლა. როგორც სენატრორები აღნიშნავენ, რუსეტსი ახლა მხოლოდ 100 ამერიკელი დიპლომატია,შეერთებულ შტატებში ხოლო 400 რუსი დიპლომატი იმყოფება. "დიპლომატიური წარმომადგენლობის ეს არაპროპორციულობა მიუღებელია. შესაბამისად, რუსეთმა უნდა გასცეს საკმარისი ვიზები რუსეთში მყოფი ამერიკელი დიპლომატების რაოდენობისა და შეერთებულ შტატებში მყოფი რუსი დიპლომატების რაოდენობის გასათანაბრებლად", - წერენ სენატორები ბაიდენს წერილში. „თეთრი სახლს“ და სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)