23:32 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 11:37:23, 755 ნახვა

საზოგადოება
კარლ ჰარცელი - იმედი მაქვს, ამომრჩეველს ექნება საშუალება არჩევნებში მონაწილეობა მშვიდ გარემოში მიიღოს

იმედი მაქვს და მჯერა, რომ დღეს ამომრჩეველს საშუალება ექნება, წყნარ, მშვიდ გარემოში მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. იმედი მაქვს, რომ ჟურნალისტებსაც დაცულ გარემოში გექნებათ მუშაობის საშუალება - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა  საარცევნო პროეცესების შეფასებისას განაცხადა.

„ დღეს  არჩევნების დღე, ეს  ძალიან განსაკუთრებული დღე ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ეს არის დღე, როდესაც ყველამ, პოლიტიკოსებმა, კომენტატორები ჩუმად უნდა იყვენენ, ამომრჩევლები კი გამოვიდნენ და საარჩევნო ყუთების საშუალებით დააფიქსირონ თავიანთი აზრი.

ბოლო კვირებში, ბოლო 24 საათის განმავლობაშიც კი, მნიშვნელოვანი პოლარიზაციის მოწმეები გავხდით, რომელიც აქ, საქართველოში, პოლიტიკურ ცხოვრებაში გრძელდება და რაც ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია.

ერთი რამ, რაზედაც ყველა პოლიტიკური მხარე თანხმდება, არის ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს არჩევნებზე მისვლა და არჩევანის გაკეთება. იმედი მაქვს და მჯერა, რომ დღეს ამომრჩეველს საშუალება ექნება, წყნარ, მშვიდ გარემოში მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. იმედი მაქვს, რომ ჟურნალისტებსაც დაცულ გარემოში გექნებათ მუშაობის საშუალება,“ - განაცხადა ჰარცლერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics