|
2021-09-27 12:36:37, 634 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ეცნობა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურთა მოსაზიდად მასშტაბურ პროექტებს განაგრძობს. ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის აღდგენის გეგმის მიხედვით, წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 20-ზე მეტი საერთაშორისო პრეს და გაცნობითი ტური მოეწყო. საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოპულარული უცხოური მედიისა და გავლენიანი ტურისტული კომპანიების 90-ზე მეტი წარმომადგენელი ესტუმრა. წელს სამოგზაურო პლატფორმა “Steller“-თან ერთად „ციფრული დღეები საქართველოში“ გამართა. მასშტაბურ პროექტში მსოფლიოში ცნობილი ინფლუენსერები მონაწილეობდნენ, რომლებსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავთ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, წელს საქართველოს BBC-ის, France 5-ის, Le Figaro-ის, Forbes-ის, National Geographic-ის პოლონური რედაქციის, Business Traveller-ისა და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესტუმრნენ. პრეს-ტურებში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ესტონეთის, არაბთა გაერთიანებული საამიეროებისა და სხვა ქვეყნების ცნობილი ჟურნალისტები, ბლოგერები, ფოტოგრაფები და რედაქტორები მონაწილეობდნენ. საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ასობით სტატია, სიუჟეტი, გადაცემა, პოსტი, ბლოგი და "სთორი" მომზადდა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)