|
2021-09-26 12:25:44, 788 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა „აწარმოე საქართველოს" ბენეფიციარი კომპანია „ელ+"-ის საწარმოსა და შოურუმის გახსნას დაესწრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პროგრამა „აწარმოე საქართველოს" ბენეფიციარი კომპანია „ელ+"-ის ადგილობრივი საწარმოს და შოურუმის გახსნას დაესწრო. ნათია თურნავა პირადად გაეცნო საწარმოს მუშაობის პროცესს და წარმოებულ პროდუქციას, კერძოდ, სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარს. „ეს არის ძალიან საინტერესო საწარმო, რომელიც შეიქმნა „აწარმოე საქართველოში" დახმარებით და ამზადებს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარს, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენობების ხანძრისგან დაცვასთან", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა საწარმოს საქმიანობის გაცნობის შემდეგ. ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საწარმო 200-მდე ადამიანს ასაქმებს. კომპანია „ელ+" - მა პირველად საქართველოში, სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარისა და პროდუქციის წარმოება დაიწყო და განავითარა. კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში", საქართველოს ბანკისა და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა და ახალი, ევროპული სტანდარტები, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო დააფუძნა. კომპანიის მიერ განხორციელდა 6.000.000 ლარის ინვესტიცია, საიდანაც 2.000.000 ლარი „აწარმოე საქართველოს" პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. საწარმო ცეცხლმაქრებს, სახანძრო კარებს, ცეცხლგამძლე კარადებს, ცეცხლმედეგ ვენტილირებად ფასადებს, მეტალის სტელაჟებსა და სხვა პროდუქციას აწარმოებს. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ევროპული სტანდარტების მქონე სამღებრო. აღსანიშნავია, რომ კომპანია ეტაპობრივად და მიზანმიმართულად ანაცვლებს იმპორტს ადგილობრივი წარმოებით. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ქართულ წარმოებებს ჩვენ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი. ეს შესაძლებელი იქნება ჩვენი განახლებული, გაფართოებული პროგრამის ფარგლებში, რადგან სწორედ ეს არის იმპორტის ჩამნაცვლებელი წარმოება, რომელიც იმდენად ხარისხიან ინვენტარს ამზადებს, რომ ძირითადად მოთხოვნა ჩვენი სამშენებლო კომპანიებიდან, ჩვენი ორგანიზაციებიდან სწორედ ამ ქართული წარმოების ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარსა და დანადგარებზე მოდის", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)