01:53 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 11:23:20, 1209 ნახვა

რეგიონი
სოფელ თეკლათში დამშრობი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.

უწყების ცნობით, ამჯერად აღდგენითი სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტში ცივა-ტეხურის  დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.

ექსპლუატაციის პროგრამის ფარგლებში, სოფელ თეკლათში  ხე-ბუჩქნარისა  და ნატანი მასისგან საერთო სიგრძით  15 კილომეტრი კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტში   60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. აღნიშნული ფართობით დაახლოებით 100 ბენეფიციარი ისარგებლებს.

დამშრობი ქსელის მოწესრიგება საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დაასრულებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics