|
2015-02-02 17:14:40, 680 ნახვა
საზოგადოება
„კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების“ მესამე კურსი დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტოს პროფესიული განვითარების ცენტრში „კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების“ მესამე კურსი დაიწყო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და გამოსვლაში სემინარის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კურსი თავდაცვის სფეროში არსებული კორუფციული რისკებისა და მათი პრევენციის მექანიზმების გაცნობას ისახავს მიზნად. სამი დღის განმავლობაში მსმენელები კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკის გაეცნობიან. სემინარს თავდაცვის სისტემის მმართველობითი რგოლის სამხედრო მოსამსახურები და სამოქალაქო პირები ესწრებიან, რომლებიც შემდგომში „კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის საბჭო“-ს წევრები გახდებიან. „კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების“ კურსს თავდაცვის სამინისტროს გამოცდილი სამხედრო და სამოქალაქო სპეციალისტები უძღვებიან. ლექციებს ასევე წაიკითხავენ ექსპერტები იუსტიციის სამინისტროდან და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ოფისიდან. „ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის“ შესახებ კი, სემინარის მონაწილეებს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ გაესაუბრება. კურსის მიმდინარეობას აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დიდი ბრიტანეთის ოფისის თავდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი ალან ვალდრონი და თავდაცვის კორუფციის ინდექსის მენეჯერი ევა ანდერსენი. ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან აქტიურად არის ჩართული ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაში (Building Integrity Program), რომლის ფარგლებშიც თავდაცვის სისტემაში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული ცნობიერების გაძლიერების მიზნით, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო პროგრამების განხორციელება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. კურსი ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს ს.ს.ი.პ. ეროვნული აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ერთობლივი ძალისხმევით ტარდება.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)