|
2021-09-03 13:48:54, 535 ნახვა
საზოგადოება
ლევან რატიანი - არ ვაპირებ სიკვდილის ბოლომდე თეთრი ხალათის გახდას, ექიმებს, რომელთაც უხარიათ დღევანდელი ლეტალობის ინდექსი, ვუსურვებ, ძალიან მალე დაგვემარცხებინოს პანდემია
ჩვენი სახელმწიფო პროტოკოლი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაფუძნებულ პროტოკოლს წარმოადგენს. როგორც კი იცვლება მათი პროტოკოლი, ცვლილება ხდება ჩვენს პროტოკოლშიც, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა მიუღია. „ძალიან ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა მიმიღია, ჩემდა სამწუხაროდ და მათ საბედნიეროდ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. იცით, რომ ეს დაავადება სულ ორი წელია, რაც არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დაავადების მიმდინარეობის შესახებ არც მე ვიცი და არც წამყვანმა მეცნიერებმა, ვინც დღე და ღამე სწავლობენ მას. ასევე ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ სიბოროტეს სიკეთე სჯობია. თუ მათ გააჩნიათ იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე ჩვენ გაგვაჩნია, ალბათ დანაშაულიც არის, თუ ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან. რაც შეეხება ჩვენს სახელმწიფო პროტოკოლს, ის წარმოადგენს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაფუძნებულ პროტოკოლს. ამიტომ, როგორც კი იცვლება ჯანმოს პროტოკოლი, ცვლილება ხდება ჩვენს პროტოკოლშიც. კარგად იცით, დღევანდელ დღეს ინფორმაციის გავრცელება რა სწრაფად ხდება, აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ რაიმე სასიკეთო ხდება სამყაროს ნებისმიერ წერტილში, დამერწმუნეთ, ეს ჩვენს პროტოკოლში ასახულია და აისახება. ძალიან გული მწყდება… მე მაცვია თეთრი ხალათი, არ ვაპირებ სიკვდილის ბოლომდე ამ ხალათის გახდას და იმ ექიმებს, რომელთაც უხარიათ დღევანდელი ლეტალობის ინდექსი, ჩემდა სამწუხაროდ, გასაოცარია. მე მათ ვუსურვებ, ჩემთან ერთად, ძალიან მალე დაგვემარცხებინოს ეს პანდემია და ყველა სიბოროტე დაგვევიწყებინოს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
უკრაინამ ლიპეცკის საწარმო ზონა დაბომბა, ლენინგრადში კი ინდუსტრიულ პარკს დაარტყა
ივლისში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)