00:10 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-31 11:52:28, 455 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძენი ღვინის საწარმოებს 1000-მდე მევენახემ ჩააბარა

31 აგვისტოს მონაცემებით, 27 აგვისტოდან დღემდე, გადამუშავებულია 6200 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი,  აქედან 4700 ტონა რქაწითელი და 1500 ტონა საფერავი.

სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძენი ღვინის საწარმოებს 1000-მდე მევენახემ ჩააბარა - მათი შემოსავალი 6 მლნ ლარს აღწევს.

სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ 30 აგვისტოს 8 ლოკაციაზე შეუფერხებლად იღებდა სეტყვისგან დაზიანებული ყურძენს.

26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებულია და  10%-დან 90%-მდე მერყეობს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. ხოლო, სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ:  1 კგ რქაწითელს  0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად.

ამასთან ერთად, უკვე დაწყებულია სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics