|
2021-08-27 19:58:06, 758 ნახვა
საზოგადოება
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა გადამხდელებს COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მართვის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (საერთო ჯამში 2500 ობიექტი) მოინახულეს და მეწარმე სუბიექტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციებისა და სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია/განმარტებები ადგილზე გააცნეს.-ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "მონიტორინგის ფარგლებში, ოფიცრების მიერ, ასევე მიმდინარეობს იმ მეწარმე სუბიექტების გამოვლენა, რომლებიც გაფრთხილების მიუხედავად, სავაჭრო ობიექტებში/დახურულ სივრცეებში არ ახორციელებენ სოციალური დისტანციის დაცვას და პირბადის გარეშე პირების დაშვებას. აღნიშნული სამართალდარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ითვალისწინებს სანქციას."-ნათქვამია განცხადებაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)