|
2021-08-27 15:52:18, 388 ნახვა
საზოგადოება
მუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება
მუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება სრულდება. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა. - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს მათი ცნობით, გასულ წელს გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ვაშაკიძის ქუჩაზე წყალარინების ქსელი მოეწყო, ამჟამად კი, დაახლოებით, 4 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მოადგილესთან ერთად გაეცნო. „გლდანის რაიონს კიდევ ერთი მოწესრიგებული ქუჩა შეემატა. ამჯერად, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე სრულდება, სადაც აქამდე გრუნტის გზა იყო. პროექტის დასრულების შემდეგ კი მოსახლეობას შეეძლება, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლობს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებს ასფალტის საფარის დაგებამდე, წყალარინების ქსელის პრობლემაც მოვუგვარეთ. გლდანის გამგეობა, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მომავალშიც განაგრძობს და კიდევ არაერთ ქუჩას მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა ლევან ნაროუშვილმა. „აღნიშნული საგზაო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარამდე დაიხარჯება. „-ნათქვამია განცხადებაში
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)